ქურდული გარჩევა ბიზნესწილების გამო - ვინ არიან მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულები

10.06.21 20:07
ქურდული გარჩევა ბიზნესწილების გამო - ვინ არიან მასშტაბური სპეცოპერაციისას დაკავებულები

დიდი ქურდული გარჩევა ბიზნესწილების გამო - "ტვ პირველმა" რეზონანსული საქმის ყველა დეტალი გაარკვია. 

ჩვენი ინფორმაციით,  ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, 55 წლის ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს" კომპანია „გურულების“ მეწილემ რევაზ დათუნაშვილმა მიმართა. 

"პირვველების" ინფორმაციით, "ქურდულ გარჩევამდე" გზა კრიმინალური სამყაროს კურატორების საშუალებით მივიდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული რუბენ გრიგორიანია. მამაკაცი თბილისში, ლილოს დასახლებაში ცხოვრობს. გრიგორიანს გარჩევვის ორგანიზებისთვის 80 000 ლარიდან წილი უნდა მიეღო. 

შეხვედრა სოფელ დიღომში, კრიმინალური გარჩევის ერთ-ერთი მონაწილის სახლში "გლახოვიჩის" შვილის, მევლუდ მახარობლიძის, ორგანიზებით შედგა. 

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გარჩევაში სკაიპით მონაწილეობდა. სწორედ ზაალ მახარობლიძემ გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთ ბიზნესმენს 80 000 ლარი უნდა გადაეხადა. 

ხმაურიანი დაკავების შესახებ დღეს გახდა ცნობილი. გომელაურის უწყება ამბობს, რომ "კანონიერ ქურდ" ზაალ მახარობლიძესთან კავშირის ბრალდებით ქვეყნის სამ დიდ რეგიონში 13 პირი დააპატიმრეს.

ცამეტივე დაკავებული ზაჰესის წინასწარი დაწესებულებაში იმყოფება. ისინი ბრალს არ აღიარებს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატომრობა ემუქრებათ.