31 ოქტომბრიდან Red Wings საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას ეკატერინბურგიდანაც გეგმავს

24.10.23 12:23
31 ოქტომბრიდან Red Wings საქართველოში პირდაპირი რეისების შესრულებას ეკატერინბურგიდანაც გეგმავს

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,  პირდაპირი ფრენები ეკატერინბურგიდან საქართველოს მიმართულებით მომავალ კვირას განახლდება - ამის შესახებЭ хо Кавказа-ს ურალის ტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტმა, მიხეილ მალცევმა განუცხადა.

ეკატერინბურგის კოლცოვოს აეროპორტის განრიგის მიხედვით, ფრენებს Red Wings Airlines-ი განახორციელებს. კომპანია ქუთაისის მიმართულებით ფრენას 31 ოქტომბრიდან დაიწყებს და რეისებს სამშაბათსა და კვირას შეასრულებს, ხოლო თბილისში 2 ნოემბრიდან იფრენს ხუთშაბათსა და კვირას. 

"საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა აღდგება. განახლებული პროგრამის მიხედვით, ქუთაისის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდება. ასევე იქნება პირდაპირი რეისი თბილისის მიმართულებით", - თქვა მალცევმა.

 

 

მსგავსი სიახლეები