"ცეცხლწაკიდებული გამოვედი, ბავშვი უბეში მყავდა, ზემოდან ქალი ჩამოვარდა" - აფეთქებას სასწაულით გადარჩენილები

24.10.23 14:32
"ცეცხლწაკიდებული გამოვედი, ბავშვი უბეში მყავდა, ზემოდან ქალი ჩამოვარდა" - აფეთქებას სასწაულით გადარჩენილები

რა გახდა ვაზისუბანში ძლიერი აფეთქების მიზეზი ისევ გაურკვეველია - სიკვდილს გადარჩენილი ადამიანები "პირველებთან" დეტალურად იხსენებენ იმ ტრაგედიის წუთებს, რომლის თვითმხილველებიც გახდნენ.

ცეცხლმოკიდებული გამოვედი გარეთ. აფეთქების დროს, ბავშვმა რომ კივილი დაიწყო, მერე ავდექი, თორემ მე შეიძლება ვერც გამომეღწია. სამზარეულოში შემოვარდა ცეცხლი. ჩემს უკანაც ქალი გამოაგდო ცეცხლწაკიდებული, ზემოდანაც ქალი ჩამოვარდა. მე და ბავშვი ჩახუტებულები მოვიდოდით და ზემოდან ქალი მოფრინავდა, ეგრევე გადმოაგდო, ისეთი აფეთქება იყო.სველი ნაჭერი დავიფარე თავზე, ბავშვი უბეში ჩავისვი. მთელი დღე სუნი იყო, სამჯერ მოვიდნენ, მაგრამ ვერაფერი ვერ დაადგინეს. მოვიდა თუ არა გაზი, ეგრევე აფეთქება მოხდა". - ამბობს შემთხვევას სასწაულით გადარჩენილი.  

ადგილობრივები ექსპერტიზის პასუხებს ქუჩაში ელოდებიან. ამბობენ, რომ კორპუსში ცხოვრება მათთვის უსაფრთხო არ არის, ამიტომ ახლა მერიის გადაწყვეტილებას ელიან. ამ წუთებში, ადგილზე გამგეობის თანამშრომლების და მათი შეხვედრა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები