პანსიონის მიმართ გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ლგბტ კვირეულთან - დეკანოზი ანდრია

10.06.21 21:29
პანსიონის მიმართ გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი პირდაპირ კავშირშია ლგბტ კვირეულთან - დეკანოზი ანდრია

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონზე შტურმი ივლისის ლგბტ კვირეულთან პირდაპირ კავშირშია:

ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მიმართ მიმდინარე გაუგონარი პროპაგანდისტული შტურმი, თავისი ბუნებით და დროის მიხედვით, პირდაპირ კავშირშია ივლისში დაანონსებული ე.წ. ლგბტ კვირეულის ორგანიზებასთან. ეს არის შესავალი და მოსამზადებელი ეტაპი, რაც ემსახურება ეკლესიის დისკრედიტაციას მოსახლეობის ფართე მასებში",- წერს ჯაღმაიძე.