იპოდიაკონად ცრუ ბერი აკურთხეს - დეკანოზ ილიას სკანდალური განცხადება

10.06.21 23:01
იპოდიაკონად ცრუ ბერი აკურთხეს - დეკანოზ ილიას სკანდალური განცხადება

დეკანოზ ილია ჭიღლაძის სკანდალური განცხადება - სასულიერო პირის მტკიცებით, ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტმა იპოდიაკონად აკურთხა ბერი, რომელსაც საპატრიარქო"ცრუ" დიაკონად მოიხსენიებდა. 

დეკანოზის თქმით, საუბარია გიორგი (გაბრიელ) კოკოლიშვილზე. 

საქართველოს ეკლესიას დედა უტირეს, პატრონი აღარ ჰყავს!

ტყიბულისა და თერჯოლის გონებავნებულმა მიტროპოლიტმა გიორგი შალამბერიძემ (ტრუბაში გამძვრალი მიტროპოლიტი არ გეგონოთ, აკადემიკოსი დოქტორი მიტროპოლიტი ვარო, კამერებთან რომ იქადოდა ამ ბოლო წლებში) დღეს იპოდიაკონად აკურთხა ცრუ ბერი და რელიგიური შარლატანი გიორგი "გაბრიელ" კოკოლიშვილი, რომელზედაც გასული წლის სექტემბერში გვაუწყებდა საპატრიარქო, ცრუა და არ გაეკაროთო. ეს ის ცრუ ბერია, რომლის ბილწისიტყვაობის და სასულიერო ხარისხის შეურაცხმყოფელი ვიდეოც ნეტში გავრცელდა შარშან.

ახლა რას იტყვის საპატრიარქო??? თქვენ გახრწენით, სრულ ანარქიასა და ჭაობში ჩააგდეთ საქართველოს წამებული უძველესი ეკლესია! არ დატოვეთ პათოლოგი, ავაზაკი, კრიმინალი, რომ სასულიერო წოდებები არ მიგეცათ და ანაფორით არ შეგემოსათ! სამარცხვინო მასხარა ეპისკოპატით აი ეს შედეგი დადო ილია მეორის 44 წლიანმა პატრიარქობამ",- წერს დეკანოზი.