დავით ჭიჭინაძე: ივანიშვილმა მორიგი პროექტი აამოქმედა ახალი ლიდერის შესაქმნელად - სალომე ზურაბიშვილი

24.10.23 16:10
დავით ჭიჭინაძე: ივანიშვილმა მორიგი პროექტი აამოქმედა ახალი ლიდერის შესაქმნელად - სალომე ზურაბიშვილი

„ნაცმოძრაობის“ ბუა რომ აღარ სჭირდებოდა, იმიტომაც დაშალა „ნაციონალური მოძრაობა“ წარმატებულად - ამის შესახებ "ტრიბუნას" ლიდერი საუბრობს. 

დავით ჭიჭინაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ივანიშვილის პროექტია და მისგან ლიდერს ქმნიან. 

მაგრამ ახლა „ქართული ოცნების“ დასამარცხებლადაა  ოპოზიციაში ახალი მოთამაშე საჭირო და აამოქმედა კიდეც ივანიშვილმა მორიგი  პროექტი ახალი ლიდერის შესაქმნელად - სალომე ზურაბიშვილი.
 ზურაბიშვილის კანდიდატურა რომ ივანიშვილისთვის ნამდვილად უალტერნატივოა ეს ფაქტია.
ჯერ ერთი, სწორედ მან და მასთან  „გაპრავდა“ ეს პარლამენტი;
ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაც მხოლოდ მის დამსახურებად ჩაითვლება;
და დასავლეთთანაც არ „უგვარებს“ ცუდად.
ახლა მთავარი, ზოგს რომ ჰგონია, ირაკლი კობახიძე დილა-საღამოს ივანიშვილთან ზის და მისგან იღებს დირექტივებს, იმიტომაც იწვნია კობახიძემ საჯარო მარცხი, რასაც მიჩვეული ნამდვილად არ არის.
მოკლედ, ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე ამ ხალხს, უფრო სწორედ  პაიკებს, ყველას  თავისი ფუნქცია აქვს და  ეს ფუნქცია დროებითია. შესაბამისად,  ვის როდის გაუვა ყავლი, როდის მოისვრის, ეს მხოლოდ ივანიშვილმა იცის"-   ამბობს დავით  ჭიჭინაძე