აფეთქება ვაზისუბანში - 27 ოჯახი სახლში ამ დრომდე ვერ ბრუნდება
ვაზისუბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ანა ლაღიძე კლინიკაში გარდაიცვალა. კიდევ ორი დაშავებული მკურნალობას გადის. 27 ოჯახი კი სახლებში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს. ჯერ ექსპერტებმა უნდა თქვან, უსაფრთხოა თუ არა იმ კურპუსში ცხოვრება, სადაც აფეთქებამ კედლები გამოანგრია. ექსპერტიზის დასკვნას ელოდება ენერგოომბუდსმენის აპარატიც. ახლა მთავარი კითხვაა, როდის შემოწმდა ბინა, სადაც მომხდარმა აფეთქებამ ადამიანის სიცოხლე იმსხვერპლა.
ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.