ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში - დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

24.10.23 20:03
ავტოსაგზაო შემთხვევა ახმეტაში - დაღუპულია ორი ადამიანი, არიან დაშავებულებიც

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ავარია ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, "ლენდ როვერის" მარკის მანქანა, სადაც ერთი ოჯახის 6 წევრი იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. შედეგად ადგილზე დაიღუპა ავტომანქანის მძღოლის მეუღლე და და. დაშავდნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდებათ.

ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიციაა მობილიზებული.