2017-2021 წლებში თბილისმა და ბათუმმა 1 მლნ 800 ათასი სეზონურ მცენარეებზე დახარჯა - ფლანგვის დეტექტორი
2017-2021 წლებში თბილისმა და ბათუმმა 1 მლნ 800 ათასი სეზონურ მცენარეებზე დახარჯა, რომლებიც 3 თვეზე მეტს ვერ ხარობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. კორუფციის მკვლევარების ინფორმაციით, მხოლოდ პანდემიის დროს 2020-21 წლებში თბილისის მერიამ სეზონურ ყვავილებზე რეკორდული თანხა, 600 ათასზე მეტი, დახარჯა.
2017-2021 წლებში თბილისის მერიამ სეზონური მცენარეების შესასყიდად 1,245,127 ლარი დახარჯა, ხოლო ბათუმის მერიამ - 560,918 ლარი. შესყიდულ მცენარეთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მხოლოდ რამდენიმე თვეა და ისინი მალევე ხმებიან. მხოლოდ 2020 და 2021 წლებში, პანდემიის დროს, თბილისის მერიამ რეკორდული თანხა – 600 ათასზე მეტი დახარჯა სეზონურ ყვავილებზე.სეზონურ მცენაარეებში დახარჯული თანხით თბილისის მერია 2,143 ნერგი უნგრული ცაცხვის შეძენას შეძლებდა, - წერია მედიაპროექტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.