ღია ომი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

11.06.21 11:16
ღია ომი ჯანდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ - მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

საპატრიარქო ჯანდაცვის სამინისტროს ღიად უპირისპირდება. ღამით ეკლესიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ბავშვები ჰყვებიან, თითქოს მათ სოციალური მუშაკები პანსიონის დატოვების შესახებ განცხადებაზე ხელს მოტყუებით აწერინებდნენ. ცოტა ხანში ბავშვების დაკითხვის ამსახველი ვიდეომასალა მამა ანდრია ჯაღმაიძემ  წაშალა. 

ერთ ჩვენ მოსწავლეს ძალით დააწერინეს განცხადება. უნდოდა, რომ დედამისთან წასულიყო და იმათმა უთხრეს, რომ თბილისში გადაგიყვანთ სადმე ახლოსო. ამ პატარას არ უნდოდა წასვლა,  დაიწყო ფიქრი და მერე გადაიფიქრა. მოატყუეს დედაშენმა იცისო, დაურეკა ბავშვმა და არ იცოდა დედამისმა. ტიროდა თეონა, - ჰყვება ერთ-ერთი ბავშვი.

საპატრიარქოს პანსიონში ამ დროისათვის 24 აღსაზრდელი რჩება. მათი გაყვანა ეტაპობრივად მოხდება.
 

მსგავსი სიახლეები