სისხლიანი ანგარიშსწორება დიდ დიღომში - გზის არდათმობის გამო კაცი დაჭრეს
სისხლიანი გარჩევა დიდ დიღომში, სუპერმარკეტ "გუდვილთან" ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთი ვერსიით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე, გზის არდათმობის გამო დაიწყო.
დაჭრილი "ვივამედშია მოთავსებული.
"პირველების" ინფორმაციით, თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა.
როგორც tv pirveli.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დიდ დიღომში.
მერია პასუხისმგებლობას დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანიას აკისრებს და ამტკიცებს, რომ თბილისში კილომეტრიანი საცობები GWP ის დაუდევრობას მოჰყვა.