მარნეულის მუნიციპალიტეტში მე-8 კლასელი გოგონას დანიშვნის ფაქტს რესურსცენტრი არ ადასტურებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში მე-8 კლასელი გოგონას დანიშვნის ფაქტს "პირველებს" რესურსცენტრში არ უდასტურებენ. უწყების უფროსი ამბობს, რომ გოგონას დასანიშნად მივიდნენ, თუმცა ოჯახმა მთხოვნელს უარი განუცხადა.
მე-8 კლასის მოსწავლის ნიშნობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი ინფორმაციით, მე-8 კლასის მოსწავლის ხელის სათხოვნელად მისულან, მაგრამ გოგოს ოჯახი არ დათანხმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოჯახმა შესაბამის დაწესებულებებს აცნობა, - ამბობს რესურსცენტრის უფროსი.
რადიო "მარნეულმა" დღეს დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ნიშნობის ფაქტი დაფიქსირდა.