ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი ისევ თანამდებობაზეა
ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი ისევ თანამდებობაზეა - გიორგი პირველაშვილისთვის, რომელმაც სპეცოპერაცია ჩაშალა და პოლიციის მაღალჩინოსნები სცემა, ბრალდებაც კი არ წარუდგენიათ.
სკანდალური საქმე კი ვახტანგ გომელაურმა გამოსაძიებლად გენერალურ ინსპექციას გადასცა, ანუ იგივე უწყებას, რომელმაც სავარაუდო დანაშაული ჩაფარცხა. ახლა ეს უწყება ამტკიცებს რომ გამოძიება პოლიციელის წინააღმდეგაა დაწყებულია.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში ი სკანდალური კადრები 5 დღის წინ გავიდა, თუმცა ჯერ შემთხვევის ადგილზე არავინ გამოუკითხავთ და გამოძიება არც კადრებით დაინტერესებულა.