ახალი დეტალები დიდ დიღომში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე - დაჭრილი დისტრიბუტორია

25.10.23 16:35
ახალი დეტალები დიდ დიღომში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე - დაჭრილი დისტრიბუტორია

"პირველებმა" თბილისში, დიდ დიღომში მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ ახალი დეტალები გაარკვია - ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილია 28 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც დისტრიბუციის მანქანას მართავდა, როცა სისხლიანი ინციდენტი მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, უცნობი პირი მას გზის არდათმობის გამო თავს ცივი იარაღით დაესხა და ფეხის არეში დაჭრა. დაჭრილი სასწრაფომ "ვივა-მედში" გადაიყვანა. 

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.

პოლიცია თავდამსხმელს ამ დრომდე ეძებს.