კონტრაბანდის სკანდალი პოლიციაში - სოსო გელაშვილი განსასჯელის სკამზეა

25.10.23 16:51
კონტრაბანდის სკანდალი პოლიციაში - სოსო გელაშვილი განსასჯელის სკამზეა

კონტრაბანდის სკანდალი პოლიციაში - შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამზეა. სოსო გელაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

უცნობია, იტყვის თუ არა აგარის პოლიციის შეფი რა გზით გადმოჰქონდა ოკუპირებული ტერიტორიიდან დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი, რომელსაც ის სავარაუდოდ საკუთარ მაღაზიაში ყიდდა. 

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გუშინ დააკავეს. 

დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი სახლისა და სამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.