ოკუპანტები ლომისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში - ახალი რუსული პროვოკაცია და დუმილი ხელისუფლებიდან

25.10.23 20:09
ოკუპანტები ლომისის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში - ახალი რუსული პროვოკაცია და დუმილი ხელისუფლებიდან

 

ახალი რუსული პროვოკაცია და სრული დუმილი ხელისუფლებიდან - 24 საათზე მეტია  გავრცელებულია კადრები, სადაც ჩანს, რომ ოკუპანტები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოში სრულიად თავისუფლად  გადაადგილდებიან. არანაირი შეზღუდვა, მათთვის არ არსებობს.  ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადმოკვეთეს ოკუპანტებმა ე.წ საზღვარი და როგორ ზვერავენ  ტერიტორიას მლეთის ხეობიდან.

საუბარია სადაზვერვო  ჯგუფზე, რომლის შეიარაღებული წევრები ჯერ კიდევ გუშინ ერთ-ერთმა მომლოცველმა დაინახა.  ისინი დრონების საშუალებით ზომავდნენ მლეთის ხეობას.  სად იყო ამ დროს საზღვრის დაცვის პოლიცია, რატომ ვერავინ გაიგო რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ საზღვრის გადმოკვეთის ამბავი და თუ გაიგეს, რატომ არ მოახდინეს რეაგირება? ფაქტია, რომ რუსეთი ახალ საოკუპაციო გეგმას ამზადებს და ამ ყველაფერს მთავრობა დუმილით ხვდება.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.