აგარის პოლიციის შეფის აღიარება - არიან თუ არა გარიგებაში ოკუპანტებთან გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები?
არიან თუ არა გარიგებაში ოკუპანტებთან გომელაურის უწყების მაღალჩინოსნები? აგარის პოლციის შეფმა დღეს სასამართლოში აღიარა, რომ კონტრაბანდული სიგარეტი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოჰქონდა. ე.წ საზღვრებს რუსი სამხედროები აკონტროლებენ, მათი გვერდის ავლით ამის გაკეთება შეუძლებელია, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ პოლიციის უფროსი ან თავად ალაგებდა საქმეებს საოკუპაციო რეჟიმთან ან მომლაპარაკებელი სხვა მაღალჩინოსანი იყო.
გომელაურის უწყების თანამშრომელი მაშინ დააკავეს, როდესაც შს სამინისტროს კუთვნილი ავტომობილით კონტრაბანდული სიგარეტი მარნეულში გასაყიდად მიჰქონდა. ეს ამ საქმის კიდევ ერთი სკანდალური ნაწილია. დაკავების დროს პოლიციის უფროსი წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცველებს. ნივთმტკიცებებად ამოღებულია დიდი ოდენობით კონტრაბანდული სიგარეტი, კალაშნიკოვის ტიპის იარაღი, 50-ზე მეტი ვაზნა და 12 ათასი ლარი. გელაშვილი თანამზრახველების შესახებ დუმს, თუმცა პროკურორმა ბრალდებულთა წრის გაზრდა არ გამორიცხა.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.