თბილისში iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

11.06.21 12:12
თბილისში  iPlus-ის მაღაზია გაქურდეს

თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე iPlus-ის მაღაზია გაქურდეს.  შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. წაღებულია 90 ათასის ღირებულების  ტექნიკა. 

სათვალთვალო  კამერის ჩანაწერიდან ირკვევა, რომ მაღაზია ორმა პირმა რკინის საგნით გატეხა, რის შემდეგაც შიგნით შეღწევა შეძლო. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.