პოლიციელების სკანდალური საქმე - მფარველობს თუ არა მძიმე დანაშაულში მხილებულ პირველაშვილს გომელაური?
5 დღე პოლიციელების დანაშაულის ამსახველი მასალის გასაჯაროებიდან და რეაგირების გარეშე დატოვებული უმძიმესი ფაქტი. ნარკოდილერების მფარველობაში მხილებული პოლიციელი თანამდებობიდან არ გადაუყენებიათ. სამართალდამცველებს არ გამოუკითხავთ თვითმხილველები. ის ადამიანები ვინც ხედავდნენ, როგორ უსწორდებოდნენ პოლიციის შეფები ერთმანეთს ფიზიკურად. ჩნდება კითხვა, მფარველობს თუ არა მძიმე დანაშაულში მხილებულ პირველაშვილს ვახტანგ გომელაური?
პოლიციელების სკანდალურ საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ნაცვლად, შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია იძიებს. ანუ სამინისტრომ მისივე თანამშრომლის ბრალეულობა უნდა დაადგინოს, რაც აჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი სკანდალური ამბის ჩაფარცხვისკენ მიდის. არადა "ტვ პირველის" საგამოძიებო ჯგუფის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს პოლიციელები, საგამოძიებო მოქმედებების დროს, რადგან ნარკოდილერის გასანეიტრალებლად სპეცოპერაცია მათ პირად ინტერესებს კვეთს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.