ჩამოეშლება თუ არა პროკურატურას ლაზარე გრიგორიადისის საქმე - ბრალდებას ოქროს მოწმემ უმტყუნა
ჩამოეშლება თუ არა პროკურატურას ლაზარე გრიგორიადისის საქმე. ბრალდებას ოქროს მოწმემ უმტყუნა. სპეცრაზმელმა, რომლის დაწვის მცდელობასაც ლაზარეს ედავებიან, თავდამსხმელი ვერ ამოიცნო. ეს კი საქმეს თავდაყირა აყენებს. გიორგი ჭოველიძე ამბობს, რომ დაინახა როგორ ისროლეს მისი მიმართულებით მოლოტოვის კოქტეილი, თუმცა ვინ ისროლა ვერ აკონკრეტებს. არადა სწორედ ჭოველიძის ჩვენებაა ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გრიგორიადისის საქმეში. ლაზარეს ოჯახი ირწმუნება, რომ ერთადერთი, რის გამოც 22 წლის ახალგაზრდა სასჯელს იხდის, პრემიერის სურვილია.
დეტალები ნახეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.