ქურდული გარჩევა თბილისში - "გლეხოვიჩის" შვილი დუმილის უფლებას იყენებს

11.06.21 12:34
ქურდული გარჩევა თბილისში - "გლეხოვიჩის" შვილი დუმილის უფლებას იყენებს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დაკავებულ 13 პირს ბრალი წარუდგინეს. ბრალდებულები ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებენ. 

ადვოკატებისთვის საქმის მასალები  ჯერ არ გადაუციათ. "კანონიერი ქურდის" ზაალ მახარობლიძის შვილის, მევლუდ მახარობლიძის, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს. 

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ 13 პირი დააკავა. 

საქმის მასალების თანახმად, მას შემდეგ, რაც ბიზნესპარტნიორებმა ფული ვერ გაიყვეს, დახმარება ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტს, საზღვარგარეთ მყოფ, ზაალ მახარობლიძეს, იგივე "გლეხოვიჩს", სთხოვეს. ქურდის ვაჟმა, მევლუდ მახარობლიძემ, კი მამის დავალებით, მისი საცხოვრებლის მახლობლად, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა. 

ქურდული გარჩევის შედეგად  ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორეს სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დააკისრეს.

მსგავსი სიახლეები