პანსიონში ძალადობის გარემოა და ბავშვებზე ზეწოლა ხორციელდება - ანა აბაშიძე

11.06.21 13:30
პანსიონში ძალადობის გარემოა და ბავშვებზე ზეწოლა ხორციელდება - ანა აბაშიძე

უფლებადამცველი ანა აბაშიძე აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში  ბავშვებზე ზეწოლა ხდება, რათა მათ იქ არსებული ძალადობის ფაქტებზე ინფორმაცია არ დაადასტურონ. ანა აბაშიძე უმოქმედობაში სახელმწიფო სტუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს აკისრებს, რომლებიც მართლმსაჯულების აღსრულებას ხელს უშლიან.

რაც შეეხება პანსიონში დარჩენილ ბავშვებს, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ახლა იქ რაც ხდება, ეს არის მოსამართლის განჩინების არაღსრულება. ერთის მხრივ არის ძალადობის გარემო, ამ ძალადობის გარემოში ინარჩუნებენ ბავშვებს, ჯაღმაიძე, თუ სხვა სასულიერო პირები, რომლებიც ბავშვებთან აქტიურად ურთიერთობენ, ეს არის ბავშვების მომწყვდევა ერთ სივრცეში და ეს ბავშვები არიან პოტენციური ძალადობის მოწმეები, სრულად გააზრებულად ხდება ამ ბავშვებზე ზეწოლა.

 შეგვიძლია, ცალსახად ვთქვათ, რომ სახელმწიფო და საპატრიარქო ერთობლივად მოქმედებენ, სამწუხაროდ საერთაშორისო ორგანიზაციები ამას უყურებენ და არაფერს მოქმედებენ ერთადერთი მიზნით, რამენაირად ხელი შეუშალონ მართლმსაჯულებას, რადგან იქ აღმოჩენილი ყველა დანაშაული პირდაპირ კავშირშია სახელმწიფოსთან - ანა აბაშიძე.

ამ ეტაპზე ნინოწმინდის პანსიონში 30-მდე ბავში იმყოფება, ადგილზე რჩებიან სოცმუშაკები, რომლებიც პროცესებს მონიტორინგს უწევენ.

მსგავსი სიახლეები