შოვში დაღუპულ არასრულწლოვნის ცხედარს ამ დრომდე ვეძებთ - გომელაური
შინაგან საქმეთა მინისტრი შოვში ტრაგიკულად დაღუპულთა შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ერთ-ერთი არასრულწლოვნის ცხედარი ამ დრომდე ნაპოვნი არ არის.
გომელაურის თქმით, შოვის მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა ახლაც მუშაობს.
ეს უმძიმესი იყო მთელი საქართველოსთვის. კიდევ ერთი ადამიანის, არასრულწლოვნის ცხედარი ვერ ვიპოვეთ. დღესაც არიან ჯგუფები დარჩენილნი, ტექნიკა მუშაობს - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.