ქალი, რომელიც ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელს, პროკურატურაში დაიბარეს
ქალი რომელიც ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელს, პროკურატურაში დაიბარეს. მსხვერპლი, რომელზეც, სავარაუდოდ, გიორგი ყუშიტაშვილმა ჯერ მანქანაში, შემდეგ კი ქუჩაში იძალადა, 5 საათზე მივა საგამოძიებო უწყებაში და შოთაძის გამომძიებლებთან დეტალურად გაიხსენებს, რა მოხდა საბედისწერო ღამით.
ახლა პროკურატურა ამ გადაწყვეტილების შეცვლას უკვე სააპელაციო სასამართლოში ითხოვს. სავარაუდოდ, ბრალდებულს მუხლს დაუმძიმებენ, რადგან დგინდება, რომ ის შუამავლების საშუალებით ცდილობდა მსხვერპლის იძულებას რომ საჩივარი გამოეტანა.
საქართველოს პროკურატურა არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას და გადაწყვეტილებას ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.
23 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის მიმართ ძალადობა განახორციელა.
პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახედ გირაო 10.000 ლარი პატიმრობის უზრუნველყოფით შეუფარდა, რაც პროკურატურის მიერ კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.- ამბობს საქმის პროკურატურა.
მოკრივის გათავისუფლებას მწვავე რეაქცია მოჰყვა არასამთავრობოებში - იურისტები, რომლებიც წლებია ქალების უფლებებს იცავენ, ამბობენ, რომ ძალიან დიდი რისკია ფიზიკური ძალადობის გამეორების.
10 %-ით შემცირდა პატიმრობის გამოყენების შემთხვევები მოძალადე პირებთან დაკავშირებით და უფრო ხშირად ხდება გირაოს გამოყენება. დაფიქსირებულა განმეორებითი შემთხვევები, როდესაც გარეთ მყოფი პირები, გირაოთი ან საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულები, კიდევ უძალადიათ ასეთ პირებს მსხვერპლ ქალებზე". - ამბობს უფლებადამცველი.
მძიმე დანაშაულში მხილებული მოკრივე, გიორგი ყუშიტაშვილი მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ძალადობა გამოვლილი ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, როდესაც სავარაუდო მოძალადე გისოსებს მიღმა იმყოფებოდა თავს დაცულად გრძნობდა, თუმცა მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მოძალადის მოგზავნილი მფარველებისა, იგი ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს.