ქალზე ძალადობაში ბრალდებული მოკრივე დანაშაულს არ აღიარებს

26.10.23 15:24
ქალზე ძალადობაში ბრალდებული მოკრივე დანაშაულს არ აღიარებს

ძალადობაში მხილებული მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი ბრალს არ აღიარებს - ამის შესახებ "პირველებს" მოკრივის ადვოკატმა განუცხადა.

საუბრობს იმას, რომ მას არ განუხორციელებია ძალადობა. ექსპერტიზის დასკვნას მივიღებთ და ვნახავთ, რა იქნება დასკვნა. იცნობდა რა თქმა უნდა, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობს". - ამბობს ადვოკატი.

ყუშიტაშვილის ადვოკატი ვერ ამბობს, იყო თუ არა იმ ტერიტორიაზე ცნობილი მოკრივე მაშინ, როდესაც ქალზე ძალადობდნენ.

ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ, იმიტომ რომ არ ვიცი. რა ინფორმაციაც მაქვს გაწვდით, რომ მას ძალადობა არ განუხორციელებია". - ამბობს ადვოკატი.

ქალზე განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივის, გიორგი ყუშიტაშვილის საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადადის.

პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ სავარაუდო მოძალადის გათავისუფლებას არ ეთანხმება, ამიტომ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.

ძალადობა გამოვლილი ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, როდესაც სავარაუდო მოძალადე გისოსებს მიღმა იმყოფებოდა თავს დაცულად გრძნობდა, თუმცა მიუხედავად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა და მოძალადის მოგზავნილი მფარველებისა, იგი ბრძოლას ბოლომდე აგრძელებს.