"საქპატენტის" ყოფილ თავმჯდომარეს თანამშრომელი უკანონო დავალების გაცემაში ამხელს

11.06.21 13:41
"საქპატენტის" ყოფილ თავმჯდომარეს თანამშრომელი  უკანონო დავალების გაცემაში ამხელს

„საქპატენტის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლებას ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი, ირაკლი კასრაძე, ეხმიანება. კასრაძე მიიჩნევს, რომ მინდია დავითაძის გადაყენება სამართლიანად მოხდა. “საქპატენტის“ თანამშრომელი იხსენებს შემთხვევას, როდესაც დავითაძე მას უკანონო დავალების შესრულებას სთხოვდა, უარის მიღების შემდეგ კი მას უფლებები შეუზღუდა. 

შარშან ნათია მეზვრიშვილის უშუალო ხელდასმით ამ პიროვნებამ მთხოვა, პოლიტიკური პარტიების და მათთან დაახლოებული პირების და ორგანიზაციების სასაქონლე ნიშნების შესახებ ინფორმაცია მიმეწოდებინა. მე მივაწოდე ეს ინფორმაცია, ხოლო შემდეგ უკვე მთხოვა, ორი განაცხადი იყო, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის და „მთავარი არხის“ და მთხოვდა, რომ ამ ნიშნებს შევუქმნათო ხელოვნური პრობლემაო. შემდეგ რამდენჯერმე რომ განვუცხადე უარი, ბოლოს გადაწყვიტა, რომ გადავეყვანე სხვა თანამდებობაზე. როდესაც განვუცხადე უარი, შემიზღუდა უფლებები, - ამბობს ირაკლი კასრაძე.  

"საქპატენტის" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ თანამდებობიდან მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლეს, რომ ის გიორგი გახარიას დანიშნული იყო. მინდია დავითაძე ამბობს, რომ გათავისუფლების ბრძანება მივლინებაში ყოფნის დროს ელექტრონული შეტყობინებით მიიღო.
 

მსგავსი სიახლეები