თანამდებობებზე ნადირობა პარლამენტში - ოპოზიცია ფარულ გარიგებაზე საუბრობს

26.10.23 16:17
თანამდებობებზე ნადირობა პარლამენტში - ოპოზიცია ფარულ გარიგებაზე საუბრობს

ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. საკანონმდებლო ორგანოში ვიცე სპიკერების რაოდენობა იზრდება, თუმცა, "ოცნება" უარს ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაამტკიცონ, რომელსაც ეს ადგილი რეგლამენტით ეკუთვნით.

ენმ-ში ვარაუდობენ, რომ საქმე ფარულ გარიგებასთან გვაქვს, ამბობენ, რომ "ოცნება" ამ ადგილს მისთვის სასურველ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ჩააბარებს. 

ჩვენ ეს თემა არ გვაინტერესებს, მითუმეტეს, როცა "ოცნება" არ აღიარებს ოპოზიციის კვოტას ამ თემასთან დაკავშირებით. ალბათ, რაღაც გარკვეული გარიგების შედეგია, როდესაც ვიცე-სპიკერად ემატება სამი თანამდებობა ოპოზიციიდან. ვფიქრობ ჩვენც, მეტი კონსოლიდაცია გვჭირდება, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე უფრო მეტი მწვავე რეაგირება გვქონდეს. 

გარდა ამისა, ვიცე სპიკერის თანამდებობის ერთ ადგილს იმატებს "ოცნებაც". ვინ განიხილება მმართველი პარტიიდან ამ პოსტზე, ან ვის განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციიდან ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ ამაზე წინასწარ პროგნოზი არ აქვთ.

წინასწარ საუბარი იმაზე, ვის წარმოადგენს, ეს ნაციონალური მოძრაობა იქნება, თუ რომელიმე სხვა ოპოზიციური გაერთიანება, მე ამაზე ვერანაირ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ". - ამბობს კახიანი.