ქალი, რომელიც ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელს, გამოკითხვაზე მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა
ქალი, რომელიც ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელს, დიღმის მთავარ სამმართველოში მივიდა. უწყებაში მსხვერპლი მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა. ქალი, რომელზეც, სავარაუდოდ, გიორგი ყუშიტაშვილმა ჯერ მანქანაში, შემდეგ კი ქუჩაში იძალადა, მასალებს საქმის გამომძიებლებს გადასცემს.
მსხვერპლი პატიმრობას ითხოვს, რადგან ქალის მტკიცებით, მისთვის ქუჩაში გასვლაც კი საფრთხის შემცველია.
ზუსტად იმიტომ ვარ მოსული პროკურატურაში, რომ ის დამამტკიცებელი საბუთები, რომ ის ჩემთან ერთად იყო, რომ დამნაშავეა და ნამდვილად მისი ჩადენილია. დაუცველობის შეგრძნება მაქვს და ძალიან მეშინია სახლში მარტო დარჩენისაც კი. ძალიან აგრესიული ადამიანი, თან იცის სადაც ვცხოვრობ, ნებისმიერ დროს შეიძლება მომადგეს და არ იმოქმედოს შემაკავებელმა, ზუსტად ამიტომ ვითხოვ, რომ უნდა იჯდეს ციხეში". - ამბობს ქალი.
ქალზე განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი მოკრივის, გიორგი ყუშიტაშვილის საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოში გადადის, ძალადობაში მხილებული მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი კი ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურა გირაოს სანაცვლოდ სავარაუდო მოძალადის გათავისუფლებას არ ეთანხმება, ამიტომ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციის სასამართლოში გაასაჩივრებს.