ლექსო რაფავას საქმე სტრასბურგში გაიგზავნება

26.10.23 18:42
ლექსო რაფავას საქმე სტრასბურგში გაიგზავნება

ლექსო რაფავას საქმე სტრასბურგში გაიგზავნება. რაფავას საქმეზე რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და ყოფილ პოლიციელს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეუფარდა. აქედან 2 წელზე მეტია, რაფავა უკვე საპატირმოში იმყოფება.

ლექსო რაფავა 2021 წლის არჩევნების წინ დააკავეს, იაარღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით.