მაკრატლით შეიარაღებული კიტა იზორია სუპერმარკეტში შეიჭრა - გერმანიაში საქართველოს ელჩის ძმა მორიგ სკანდალში ეხვევა

26.10.23 20:03
მაკრატლით შეიარაღებული კიტა იზორია სუპერმარკეტში შეიჭრა - გერმანიაში საქართველოს ელჩის ძმა მორიგ სკანდალში ეხვევა

 

ლევან იზორიას  ძმა ისევ სკანდალში ეხვევა. გერმანიაში საქართველოს ელჩის დედმამიშვილი სუპერმარკეტ "ლიბრეს"  თანამშრომლებს და დისტრიბუტორებს თავს მაკრატლით შეიარაღებული დაესხა.  დაზიანება აქვს მიღებული ერთ-ერთ კონსულტანტს, რომელიც კიტა იზორიასთვის ცივი იარაღის წართმევას ცდილობდა. ქალი სასწაულით გადარჩა. ელჩის ძმამ კი მაღაზიაში ყველაფერი დალეწა. იზორია იმდენად უმართავი იყო, რომ მისი  შეკავება ვერავინ შეძლო.  

ეს კიტა იზორიას პირველი სკანდალი არ არის. ე.წ. ნარუშილოვკების საქმის გარდა, იყო თავდასხმა პოლიციელზეც, მაგრამ კიტა იზორია არავის დაუსჯია.  ძმამ, რომელიც მაშინ შს მინისტრის მოადგილე იყო, ბორკილებდადებული ოჯახის წევრი სამართალდამცველებს საპატრულო მანქანიდან გაათავისუფლებინა. ისარგებლებს თუ არა ამჯერადაც კიტა იზორია ელჩი ძმის გავლენებით? გამოძიება დაიწყო, მაგრამ დაკავებული არავინ არის.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.