ხმაურიანი განაჩენი - ვინ მფარველობს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს

26.10.23 20:13
ხმაურიანი განაჩენი - ვინ მფარველობს მეგობრის მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს

 

ვინ მფარველობს მკვლელობაში ბრალდებულს, რომელიც დღეს პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოკლული 24 წლის ნიკა თუთაშვილის ოჯახი ხელს ბათუმის საკრებულოს დეპუტატს რიჩარდ სირაბიძეს ადებს. ბრალდებული სირაბიძის ბიძაშვილია. გარდაცვლილი ბიჭის მშობლის ინფორმაციით,  მისი შვილის დაჭრიდან რამდენიმე წუთში ალეკო სირაბიძემ გავლენიან ნათესავს დაურეკა და დახმარება სთხოვა.  

ოჯახთან ერთად დღევანდელი ვერდიქტი დიდი მოულოდნელობა იყო პროკურატურისთვისაც. მბრალდებლები ამბობენ, რომ ყველა მტკიცებულება აქვთ სირაბიძის წინააღმდეგ და განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ლევან სირაბიძემ 24 წლის ახალგაზრდას ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები ბათუმის ერთ-ერთ კაფესთან მიაყენა. ნიკა თუთაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 8 თვიანი განხილვის შემდეგ  კი სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა არა მკვლელობას, არამედ აუცილებელ მოგერიებას.

დეტალები ნახეთ, გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.