ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელენ - მსხვერპლი ქალის კიდევ ერთი ჩვენება და ახალი მტკიცებულებები საქმეში

26.10.23 20:17
ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელენ - მსხვერპლი ქალის კიდევ ერთი ჩვენება და ახალი მტკიცებულებები საქმეში

 

 

ქალის, რომელიც ცნობილ მოკრივეს ძალადობაში ამხელს, კიდევ ერთი ჩვენება და მტკიცებულებები საგამოძიებო უწყებაში დევს.  მათ შორის ე.წ. სქრინები, ვიდეო და ფოტო  მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკურად ახალგაზრდა ქალზე გიორგი ყუშიტაშვილმა იძალადა. მსხვერპლი გამოკითხვაზე  მას შემდეგ  დაიბარეს, რაც სასამართლომ  ყუშიტაშვილი გაათავისუფლა. პროკურატურა  გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.  მანამდე კი არ არის გამორიცხული, მოკრივეს  ბრალი მსხვერპლზე ზეწოლის გამო დაუმძიმონ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია

ქალის უმძიმესი შინაარსის ჩვენება სასამართლოსთვის სავარაუდო მოძალადის დაკავების საფუძველი არ აღმოჩნდა. მოსამართლე კალატოზიშვილმა სპორტსმენი  სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა. არადა     მსხვერპლი დეტალურად ყვება, რა სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა მას სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ყუშიტაშვილი, როგორ სცემდა  უმოწყალოდ ჯერ მანქანაში, შემდეგ კი ქუჩაში.   ახლა ჯერი  ისევ შოთაძის უწყებაზეა, რომელმაც არ არის გამორიცხული, ცნობილი მოკრივე ციხეში შეაბრუნოს.

დეტალები ნახეთ, ანა მდივანის რეპორტაჟში.