შსს-ს მაღალჩინოსანს მეუღლის მამიდამ 1 წელში ფული 24-ჯერ აჩუქა - დიდი სქემის ერთი ამბავი და ჩინოვნიკების გრძელი სია

26.10.23 20:22
შსს-ს მაღალჩინოსანს მეუღლის მამიდამ 1 წელში ფული 24-ჯერ აჩუქა - დიდი სქემის ერთი ამბავი და ჩინოვნიკების გრძელი სია

 

შსს-ს მაღალჩინოსანს მეუღლის მამიდამ 1 წელში ფული 24-ჯერ აჩუქა.  ეს დიდი სქემის მხოლოდ ერთი ამბავია. ასეთი ჩინოვნიკების სია კი გრძელია, რაც აჩენს ეჭვს, რომ  შესაძლოა, საქმე გვქონდეს  უკანონო შემოსავლების დამალვასა და მისი ძვირადღირებული საჩუქრის სახით ლეგალიზებასთან.  სულ მაღალჩინოსნებს მიღებული აქვთ  27 მილიონის ღირებულების საჩუქარი. ამაში შედის როგორც ფული, ისე უძრავი ქონებაც. 

დასაჩუქრებულ ჩინოვნიკებს შორის წამყვან პოზიციებზე არიან ძალოვანი უწყებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები. მაგალითად დარჩიაშვილის უწყების ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელმა  მშობლებისგან საჩუქრად მიიღო თითქმის მილიონის საჩუქარი. მათ შორის პორშე 911, საცხოვრებელი ბინა და თანხა 60 ათასი ლარი. არსებული ფაქტების საფუძველზე, მკვლევარები გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.