ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ჩრდილის ქვეშ მოქცეული ანჩისხატი - გარემოს დამცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული
ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს ჩრდილის ქვეშ მოქცეული ანჩისხატი. გარემოს დამცველებს განგაში აქვთ გამოცხადებული. სასტუმრო, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწვა, აღდგენის პროცესშია, თუმცა ირკვევა, რომ რეკონსტრუქციის შემდეგ "ამბასადორი" იმაზე მაღალი იქნება, ვიდრე ხანძრამდე იყო. მეპატრონემ ერთი სართული დამატებით დააშენა. სასტუმრო დააჯარიმეს და მშენებლობის პროცესი დროებით შეჩერებულია. თუმცა როგორც ჩანს მერია მხოლოდ სიმბოლური სანქციით შემოიფარგლება, რომლის გადახდაც ცნობილი ბიზნესმენისთვის პრობლემა არ იქნება.
დეტალები ნახეთ, გვანცა ჩხიკვაძის რეპორტაჟში.