დღეს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართება - რა აქვს სათქმელი მესამე პრეზიდენტს?

27.10.23 10:10
დღეს საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი გაიმართება - რა აქვს სათქმელი მესამე პრეზიდენტს?

დღეს საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების პროცესი გაიმართება. სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ სააკაშვილმა დააანონსა, რომ განცხადება აქვს გასაკეთებელი, ამიტომ პენიტენციური სამსახურისგან საკნად ქცეული პალატის ბინადარი ითხოვს, მისი ხმა გამართულად ისმოდეს. რა უნდა უთხრას პაციენტმა პრეზიდენტმა საზოგადოებას, რას იტყვის მის თანაგუნდელებზე და პარტიაზეც ეს ზუსტად ორ საათში გაირკვევა. სააკაშვილი კლინიკიდან ჩაერთვება, სადაც რამდენიმე დღის წინ კონსილიუმის წევრებმაც მოინახულეს. 

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.