უმძიმესი ამბავი კახეთიდან - 8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს

11.06.21 15:06
უმძიმესი ამბავი კახეთიდან -  8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით 16 წლის მოზარდი დააკავეს

უმძიმესი ამბავი კახეთიდან - 16 წლის მოზარდი 8 წლის ბიჭის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. 

არასრულწლოვანი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით 2 დღის წინ დააპატიმრეს.

როგორც 8 წლის ბავშვის დედა "ტვ პირველს" უყვება, ფაქტს პირადად შეესწრო. ძალადობაც მათივე სახლში მაშინ მოხდა, როცა ბავშვები საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე იმყოფებოდნენ. 

დაზარალებულის დედის მონაყოლის თანახმად, კარის მეზობელმა მისი შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის ძალადობა ადრეც განახორციელა და ეს მისმა შვილმა პოლიციაში გამოკითხვისას განაცხადა. 

დედა "პირველებს" უყვება, რომ ბავშვი უმძიმეს სტერში იმყოფება და ფსიქოლოგის დახმარებას საჭიროებს.

რაც შეეხება დაკავებულს, ირკვევა, რომ 16 წლის მოზარდი ინკლუზიურ განათლებაშია ჩართული.  

გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.