"ხუთი "განაბი" მელოდება..." - ფინანსური დავის "ქურდული გარჩევა" ბათუმში (ფარული ჩანაწერები)
ფინანსური დავის "ქურდული გარჩევა" ბათუმში - შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა. უწყება ფარული ჩანაწერებს აქვეყნებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და ბათუმში, 5 პირი დააკავეს.