სთხოვდნენ, ჩამოდი, საუბარს დაესწარიო - რას ამბობს ე.წ. კანონიერი ქურდების საქმეზე დაკავებულის ცოლი

11.06.21 15:26
სთხოვდნენ, ჩამოდი, საუბარს დაესწარიო - რას ამბობს ე.წ. კანონიერი ქურდების საქმეზე დაკავებულის ცოლი

ქურდულ სამყაროსთან კავშირის საქმეზე ბრალდებულები ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. 

ცოტა ხნის წინ დაწესებულებასთან სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული იმედა ჭუმბურიძის მეუღლე მივიდა. 

თამილა ჩალათაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე ტრაქტორების ხელოსანია. მის ინფორმაციით, გიორგი დალაქიშვილს მისი მეუღლის ვალი ჰქონდა და სწორედ დალაქიშვილმა სთხოვა დალაქიშვილს, რომ შეხვედრას დასწრებოდა და დაედასტურებინა, რომ მისი ვალი ჰქონდა. 

ბრალდებულის ცოლის მტკიცებით, იმედა ჭუმბურიძეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან არავითარი კავშირი არ აქვს. და "გლეხოვიჩს" საერთოდ არ იცნობს. 

სად მოდიოდა, არც კი იცოდა, სთხოვდნენ, რომ თბილისში ჩამოდი, და უბრალოდ, საუბარს დაესწარიო. ჩემი მეუღლის ხმა საერთოდ არ ფიქსირდება. ეუბნებოდა, გიგას მხარე არ დაიჭირო, ჩემი მხარე დაჭირეო. ჩემი მეუღლე "ქურდული სამყაროს წარმომადგენლებს" საერთოდ არ იცნობს. ჩემმა მეუღლემ ბევრჯერ დაუტოვა საქმე (დალაქიშვილს), რადგან ლარიანსაც კი არ გვიგზავნიდა. თუმცა დალაქიშვილი ჩამოდიოდა და მე მთხოვდა, დაითანხმე წამოვიდეს თბილისშიო",- აცხადებს დაკავებულის მეუღლე. 

ხმაურიან საქმეზე დაკავებულებს  დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად უკვე წაუყენეს, სასამართლო პროცესი დღესვე უნდა გაიმართოს. 

მსგავსი სიახლეები