დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - რა მოხდა ლაგოდეხში

11.06.21 16:12
დაჭრილია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი - რა მოხდა ლაგოდეხში

ლაგოდეხში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი ფეხის არეში დაიჭრა. 55 წლის კაცი კლინიკაშია გადაყვანილი. 

არსებული ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. 

მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ უკვე დაიწყო. გამოძიება სსსკ 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.