მოსეირნე ქალებს ჩასაფრებას უწყობდა და გაუპატიურებას ცდილობდა - დაკავებულია 40 წლამდე კაცი

27.10.23 20:03
მოსეირნე ქალებს ჩასაფრებას უწყობდა და გაუპატიურებას ცდილობდა - დაკავებულია 40 წლამდე კაცი

 

 

 

ნადირობა უცხოელ ტურისტებზე თბილისის შუაგულში - დაკავებულია კანადისა და რუსეთის მოქალაქეების გაუპატიურების მცდელობისთვის 40 წლამდე მამაკაცი. ირკვევა, რომ ახალგაზრდა მთაწმინდასა და კუს ტბაზე მოსეირნე ქალებს ჩასაფრებას უწყობდა და მათ გაუპტიურებას ცდიულობდა. ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს არის თუ არა შერაცხადი თავდამსხმელი.  

ირკვევა, რომ ბრალდებულმა რუსი ტურისტის გაუპატიურება მთაწმინდაზე,   შანაი ბრუკის მკვლელობის ადგილზე სცადა. არადა, ავსტრალიის მოქალაქის სასტიკი მკვლელობის შემდეგ ეს ტერიტორია, წესით, დაცული უნდა ყოფილიყო, მაგრამ იქ ერთი სათვალთვალო კამერაც კი არ არის დამონტაჟებული. მძიმე დანაშაულში მხილებული კაცი სამართალდამცველებმა კუს ტბის მიმდებარედ, ტყესთან ახლოს  დააკავეს. ეს დანაშაულის კიდევ ერთი ადგილია, სადაც  მან კანადელი ქალის გაუპატიურება სცადა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.