როგორ აგვარებენ ფინანსურ დავებს ქვეყანაში - განეიტრალებულია ე.წ. ქურდების დაჯგუფება
ფინანსურ დავებს ქვეყანაში ე.წ კანონიერი ქურდები აგვარებენ. ადამიანებს სისტემის მიმართ იმხელა უნდობლობა აქვთ, რომ სამართალდამცავი უწყებების ან სასამრთლოს ნაცვლად დახმარებას კრიმინალურ ჯგუფებს სთხოვენ. განეიტრალებულია ე.წ კანონიერი ქურდების კიდევ ერთი დაჯგუფება და მასთან კავშირში მყოფი პირები, რომლებიც ბათუმელ ბიზნესმენს თანხის გამოძალვის მიზნით არეკეტებდნენ და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში არსებული დავის გამო ბათუმში ქურდული გარჩევა შედგა. კანონიერმა ქურდებმა ე.წ ვერდიქტი კომპანიის მეწილის წინააღმდეგ გამოიტანეს და მას 75 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. თანხის მიღებას კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და მუქარით სისტემატიურად ცდილობდნენ. საქმეში დევს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომელიც დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებაა. ქურდული გარჩევის საქმეს ხუთი ბრალდებული ჰყავს. ყველას 10 წლით ციხე ემუქრება.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.