ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ასპინძის გზაზე - დაშავებულია ორი ადამიანი

27.10.23 23:22
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხე-ასპინძის გზაზე - დაშავებულია ორი ადამიანი

ავარია ახალციხე-ასპინძის გზაზე - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.