ძლიერი ხანძარი ქუთაისში, ყავის სახლში - არიან დაშავებულები
პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა იყო მოილიზებული ქუთაისში - ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ყავის სახლში ხანძარი გაჩნდა. შედეგად რამდენიმე პირმა მძიმე დაზიანებები მიიღო.
აალება კარტოფილი "ფრის" შეწვის დროს მოხდა, რის შედეგადაც ობიექტის ნაწილი დაიწვა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული პირები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.