19 წლის ჯარისკაცი საგუშაგოზე გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა ვაშლიჯვარში
19 წლის ჯარისკაცი, რომელიც 26 ოქტომბერს, ვაშლიჯვარში, საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს მშობლიურ სახლში, ქემო ხიბულაში გადაასვენეს.
რეზი ჩხეიძის ახლობლებისთვის მომხდარის დეტალები უცნობია, ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს ერთ თვეში ასრულებდა.
ერთ-ერთი დაუდასტუებელი ინფორმაციით, ახალგაზრდის გარდაცვალებამდე გაისმა გასროლა, არ არის გამორიცხული, რომ ჯარისკაც იარაღი გაუვარდა.
მომხდარს სამხედრო პოლიცია იძიებს.
არ ვიცი რა ვთქვა, მძიმე და აუტანელია ეს ტკივილი... დედას შვილი არ უნდა უკვდებოდეს.
რაიონის სიმაყე, საქართველოს ჩემპიონი კრივში, ჩვენი რეზი ჩხეიძე, 19 წლის სიცოცხლის სავსე ახალგაზრდა აღარ გვყავს"- წერენ რეზის ახლობლები.