ვგმობთ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის ომბუდსმენს მოვალეობის განხორციელებაში - გაერო

11.06.21 17:28
ვგმობთ მცდელობას, რომელიც ხელს უშლის ომბუდსმენს მოვალეობის განხორციელებაში - გაერო

გაეროს განვითარების ფონდი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სახალხო დამცველი ნინოწმინდის პანსიონში შეუშვას.

გაერო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ომბუდსმენის მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ქვეყნის დემოკრატიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. 

გაეროს განვითარების პროგრამა 10 წელზე მეტია, მხარს უჭერს სახალხო დამცველს და ძალიან ამაყი ვართ იმ შედეგით, რასაც მივაღწიეთ. რთულია, იყო ომბუდსმენი, რადგან სიმართლე, რომელსაც ის ამბობს, ყოველთვის არ არის მისაღები.  სახალხო დამცველის მოვალეობის საფრთხის ქვეშ დაყენება ქვეყნის დემოკრატიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მინდა, მოვუწოდო მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებს, დაუჭირონ მხარი სახალხო დამცველს მისი ფუნქციების განხორციელებაში და ასევე დაუყონებლივ მოხდეს მისი შეშვება ნინოწმინდის პანსიონში - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა,  ანა ჩერნიშოვამ.

ნონოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველმა ამ დრომდე შესვლა ვერ მოახერხა. თავშესაფრის ხელმძღვანელი ამ ფაქტს იმით ხსნის,  რომ ომბუდსმენი ლგტპ პროპაგანდას ეწევა, რაც ბავშვებისთვის ზიანის მომტანია. 

მსგავსი სიახლეები