"გვინდა, ვკითხოთ მინისტრს, რატომ გვბლოკავენ" - პედაგოგების აქცია

28.10.23 12:35
"გვინდა, ვკითხოთ მინისტრს, რატომ გვბლოკავენ" - პედაგოგების აქცია

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული მასწავლებლების ეროვნული პრემიის გადაცემის ღონისძიების პარალელურად, გარეთ გუშინ ღამით პედაგოგების აქცია გაიმართა - დაბლოკილი დირექტორობის კანდიდატები პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვდნენ.

განათლების სფეროში მომუშავე პირები "პირველებთან" საუბრის დროს ამბობენ, რომ მმართველი პარტია მათ პოლიტიკური გემოვნების მიხედვით არჩევს.

რა მიზეზია კანდიდატის დაწუნების, ბუნდოვანი და გაუგებარია, რატომღაც ყველაფერი მიდის პოლიტიკურ ნიშნამდე, მაგრამ ჩვენ არ ვართ პოლიტიკურად არანჟირებულნი, არ ვართ პარტიის წევრები და ეს გვინდა, ვკითხოთ მინისტრს, რატომ გვბლოკავენ - აღნიშნა პედაგოგმა

საპროტესტო აქციის მონაწილეები დაბლოკილი კანდიდატების წარდგენას მოითხოვენ.

კონკრეტული მოთხოვნა გვაქვს, უკანონოდ დაბლოკილებს მოუხსნას ბლოკი და არწარდგენილი კანდიდატები წარადგინონ, მისცენ არჩევანის საშუალება სკოლებს და სასკოლო საზოგადოებას - განაცხადა განათლების სფეროს ექსპერტმა.