რეკეტი ძველი ბიჭების სახელით - თბილისში ე.წ სტაიანშიკებს წილს სთხოვენ

11.06.21 17:12
რეკეტი ძველი ბიჭების სახელით - თბილისში ე.წ სტაიანშიკებს წილს  სთხოვენ

რეკეტი ძველი ბიჭების სახელით - თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოს მიმებარე ტერიტორიაზე, მომუშავე რამდენიმე ავტომესადგომე ე.წ. ,,დიდუბის საძმოს" მსხვერპლი გახდა. 

კრიმინალური დაჯგუფების წევრები ავტომესადგომეებისგან შემოსავლის 50%-ს ითხოვდნენ. მას შემდეგ კი, რაც ავტომესადგომეებმა წილის გადახდაზე უარი განაცხადეს, კრიმინალური ჯგუფი მათ ფიზიკურად გაუსწორდა. 

ინცინდენტი ამით არ ამოწურულა, მეორე დღეს იგივე ჯგუფი, ე.წ. სტაიანშიკებთან ისევ გამოჩნდა. ამჯერად ისინი ამბობდნენ, რომ თბილისის მერიის დაკვეთით ასრულედნენ მოვალეობას და ავტომესადგომეებს ტეროტორია უნდა დაეტოვებინათ. 

დაზარალებული ავტომესადგომეები დიღმის სამმართველოში იკითხებიან. 

"ჩვენც გვინდა ფულიიო, ეს ჩვენი უბანიაო, წილს გვთხოვდნენ"- აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.