სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის კომპანია აღადგენს

28.10.23 13:11
სოხუმის აეროპორტს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილის კომპანია აღადგენს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მონაწილეობით ხელი მოეწერა სოხუმის აეროპორტის ყოვლისმომცველი რეკონსტრუქციის შეთანხმებას.

როგორც ekhokavkaza წერს, ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. მთავრობასა და შპს "ინფრასტრუქტურის დეველოპმენტს" შორის.

კომპანიის ხელმძღვანელი და მფლობელი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის შვილი, რაშიდ ნურგალიევია.