"გასროლის ხმა გაიგეს, იძახიან, თავი მოიკლაო" - 19 წლის ჯარისკაცის ოჯახის წევრები
თავდაცვის სამინისტრო ამ დრომდე დუმს. ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებაში არ ამბობენ, რა მოხდა ვაშლიჯვრის სამხედრო ბაზაზე და რა გახდა 19 წლის სამხედროს გარდაცვალების მიზეზი. რეზი ჩხეიძეს სასიკვდილო ჭრილობა იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.
გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს სჯერათ იმ ვერსიის, რომელიც მათ სამხედრო ბაზის თანამშრომლებმა მიაწოდეს. არსებობს ვერსია, რომ 19 წლის ბიჭი ბოლოს ტელეფონზე საუბრობდა, რის შემდეგაც სამხედრო ნაწილში გასროლის ხმა გაიგეს და აღმოაჩინეს, რომ ის საკუთარი იარაღიდან იყო გარდაცვლილი.
19 წლის ჯარისკაცი, რომელიც 26 ოქტომბერს, ვაშლიჯვარში, საგუშაგოზე გარდაცვლილი ნახეს მშობლიურ სახლში, ქემო ხიბულაში გადაასვენეს.
მოიკლა თავი თუ იარაღი გაუვარდა, ამის შესახებ ოჯახს დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.
19 წლის ახალგაზრდა, რომელიც მსახურობდა ჯარში, საქართველოს ჩემპიონი მკლავჭიდში, უნიჭიერესი, უჭკვიანესი ახალგაზრდა ესე ტრაგიკულად დაიღუპა. არსებობს რამდენიმე ვერსია, მე ნამდვილად არ ვიცი, რომელია სწორი, მაგრამ იძახიან, თავი მოიკლაო. ტელეფონზე საუბრის დასრულების შემდეგ იყო გასროლის ხმა. შეიძლება იყო უბედური შემთხვევა, მაგრამ რამ მიიყვანა აქამდე, უცნობია ჩემთვის". - ამბობს ოჯახის წევრი.
საქართველოს ჩემპიონი კრივში, სავალდებულო სამხედრო სამსახურს ერთ თვეში ასრულებდა.