დაკავებულია კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში პატრიარქის სიცოცხლე ჰქონდა ჩაბარებული (მელაძის შაბათის ანონსი)

28.10.23 14:33
დაკავებულია კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში პატრიარქის სიცოცხლე ჰქონდა ჩაბარებული (მელაძის შაბათის ანონსი)

 

 

 

დაკავებულია კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში პატრიარქის სიცოცხლე ჰქონდა ჩაბარებული. 

გატაცება, მძევლად აყვანა, წამება, ფულის გამოძალვა - პატრიარქის ყოფილი პირადი მცველი მძიმე დანაშაულშია ბრალდებული. 

დღეს საღამოს, "ნოდარ მელაძის შაბათში" გაიგებთ, რომ ხმაურიან, კრიმინალურ ისტორიაში ფიგურირებენ არასრულწლოვანებიც - ბიზნესმენ მშობლებს შვილებით აშინებდნენ, რომ ფული გამოეძალათ.

საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურიდან კრიპტოვალუტის ტრანსნაციონალურ ბიზნესამდე - ვინ არის უცხოელი ცოლ-ქმარი, ვის გატაცებასაც ლადო ჩოჩიშვილს ედავებიან?

დღეს საღამოს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში, გამომძიებელი ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ, თბილისის შუაგულიდან უცხოელი ბიზნესმენების გატაცების ამბავს, რის გამოც განსასჯელის სკამზე დასვეს კაცი, რომელსაც ილია მეორის უსაფრთხოება ჰქონდა ჩაბარებულია.